კირკ დუგლასი

მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

კირკ დუგლასი ფილმში “სპარტაკი”.

ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა დაადასტურა.

"მე და ჩემი ძმები შემაძრწუნებელი მწუხარებით გაუწყებთ, რომ კირკ დუგლასმა 103 წლის ასაკში დაგვტოვა. მსოფლიოსთვის ის იყო მსახიობი ფილმების ოქროს წლებიდან, რომელმაც კარგად იცხოვრა თავის ოქროს წლებშიც.

ჩემთვის და ჩემი ძმებისთვის - ჯოელისა და პიტერისთვის ის უბრალოდ მამა იყო, კატერინასთვის საოცარი მამობილი, მისი შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის მოსიყვარულე ბაბუა და მისი ცოლისთვის საოცარი ქმარი", - დაწერა მაიკლ დუგლასმა.

კირკ დუგლასის ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს ითვლის. მსახიობი ცნობილია თავისი კინოგმირებით, რომლებიც ფილმებში "სპარტაკი" და "ჩემპიონი" ითამაშა. ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს დუგლასს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი გადასცა.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული, მას 4 შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდიუსერი ჯოელ დუგლასი, მეორე ქორწინებიდან კი - პროდიუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი. კირკის მსგავსად, კინემატოგრაფიაში წარმატებას მისმა ორმა შვილმა - მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს.

კომენტარები