Disney

ანიმაციური ფილმის Lilo & Stitch მიხედვით ფილმს გადაიღებენ

კომპანიამ Disney, ბოლო წლების განმავლობაში, კომპიუტერული გრაფიკის დახმარებით, საკუთარი ანიმაციური ფილმების გაცოცხლება დაიწყო. The Jungle Book , Lion King, Lady and The Tramp, ახლა კი, როგორც ჩანს, Lilo & Stitch- ის ჯერიც დადგა.

ფილმის გადაღებების დაწყება შემოდგომას, ჰავაის კუნძულებზე იგეგმება. ვინ შეასრულებს მთავარ გმირს - პატარა გოგოს, ლილოს, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

სიუჟეტი სრულიად დაემთხვევა ორიგინალს. ფილმის გადასაღებად კომპანიამ დაახლოებით სამოცი მილიონი დოლარი გამოყო. 

კომენტარები