ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი

ჯონი დეპმა ემბერ ჰერდი ძალადობაში დაადანაშაულა: ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა

0 კომენტარი

გამოცემამ Daily Mail გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ემბერ ჰერდმა ქმარზე - ჯონი დეპზე ფიზიკურად პირველმა იძალადა, შემდეგ კი ის იმავეში დაადანაშაულა. აუდიოჩანაწერებში ჰერდი აღიარებს, რომ დეპს სახეში გაარტყა და ჭურჭელს ესროდა. 

გამოცემის თქმით, აუდიოჩანაწერი ხელში სანდო წყაროებიდან ჩაუვარდათ. სავარაუდოდ, ჩხუბში, რომელიც ისმის ჩანაწერში, დეპმა თითის დაბოლოება დაკარგა, რადგან ყოფილმა ცოლმა ბოთლი ესროლა და მას ნატეხი მოხვდა. 

"კი არ გირტყამდი, უბრალოდ გაგარტყი, მუშტი არ მომიქნევია, შეიძლება ხელი შემთხვევით მოგხვდა ეგრე. ჯონი, კარგად ხარ არაფერი დამიშავებია შენთვის, უბრალოდ სახეში გაგარტყი. " ისმის ჰერდის ხმა. 

ჰერდი და დეპი 2012 წლიდან ხვდებიან ერთმანეთის. ამავე პერიოდში დეპმა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჰერდი 2015 წელს მას ცოლად გაყვა, თუმცა 2016 წელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქმარმა შვიდი მილიონი დოლარი გადაუხადა. 2018 წელს, გამოცემაში Washington Post ჰერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა. დეპმა სასამართლოში  ცილისწამებისთვის უჩივლა და გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც დალურჯებული სახე და სხვა დაზიანებები აქვს. სასამართლო პროცესი 2020 წლის აგვისტოში გაიმართება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები