ამინდის პროგნოზი

წვიმა, თოვლი, ნისლი, ქარბუქი, სეტყვა, შტორმი - როგორი ამინდი იქნება 11 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი.

8-10 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები