მკვლელობა ისანში

ისანში კაცი მოკლეს, სავარაუდოდ, ის ინდოეთის მოქალაქეა

ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე უცხოეთის მოქალაქე მოკლეს. 

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1953 წელს დაბადებული გ.მ დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7 დან - 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები