ელექტროენერგიის შეწყვეტა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

7 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), მარნეულის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის, ნიშნიანიძის და ღოღობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათაძის, ხვინგიას, ბაგინეთის, წიწამურის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ჭილაძის, ცოტნე დადიანის და ბეჟანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დიდუბის დასახლების, მექანიზაციის, შერვაშიძის, ხუდადოვის, ჟორდანიას, ბეთაშვილის, ადამიას, კვარაცხელიას, ყუბანეიშვილის, კარტოზიას, ერისთავის, მოლითის, ტოროშელიძის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, მახათას, სევანის, დმანისის და მთავარანგელოზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში. 

კომენტარები