მკვლელობა ღვთაების მონასტერში

შსს: ღვთაების მონასტერში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1969 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.შ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს - ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული  მომხდარიდან მალევე  დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

კომენტარები