სპილოები

კენიის ერთ-ერთი უკანასკნელი გრძელი ეშვების მქონე სპილო 50 წლის ასაკში მოკვდა

BBC.com

კენიის ერთ-ერთი უკანასკნელი გრძელი ეშვების მქონე სპილო [Tusker Elephant] 50 წლის ასაკში მოკვდა.

სპილო სახელად ტიმი ამბოსელის ეროვნულ პარკში ბუნებრივი მიზეზების გამო მოკვდა.

ცხოველის ცხედარი ნაირობიში, ფიტულების დამამზადებლეთან გაიგზავნება, რათა მოგვიანების ის გამოიფინოს.

აფრიკაში სპილოებს გრელი ეშვების მქონეს იმ შემთხვევაში ეძახიან, თუ მათი ეშვები იმდენად გრძელია, რომ სიარულისას მიწას ეხება. ტიმის ეშვები მთლიანობაში 45 კილოგრამზე მეტს იწონიდა. 

"ის გამაოგნებლდ ინტელექტუალი იყო, ამავდროულად იყო კეთილი გიგანტი და ამ კუთხით ძალიან კარგი წამომადგენელი თავისი ჯიშის", - იხსენებს ტიმს წარსულში სპილოების მომვლელი.

კომენტარები