ხანძარი

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

Reuters

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს",-წერია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი დაკვამლიანების გამო მიმდებარე ბინებიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს. მათივე ცნობით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.

კომენტარები