ოკუპირებული ახალგორი

"ეს არ არის ვუჰანი" - თამარ მეარაყიშვილის ფოტოები ჩაკეტილი ახალგორიდან

0 კომენტარი
ფოტო: თამარ მეარაყიშვილი / თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ახალგორი დღეს დილიდან, 7 თებერვლიდან კვლავ ჩაიკეტა. პენსიონერები დაბას მომდევნო 2 თვე ვერ დატოვებენ.

თითქმის 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ ოკუპირებული ახალგორი მხოლოდ პენსიონერებისთვის 10 დღით 24 იანვარს გაიხსნა.

ჟურნალისტმა და სამოქალაქო ააქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი დევნის და შინა პატიმრობაც აქვს მისჯილი, დაცარიელებული, ოკუპირებული ახალგორის ფოტოები ფეისბუქზე 6 თებერვალს, საღამოს გამოაქვეყნა.

"ეს არაა ქალაქი ვუჰანი. ორი საათი ვიარე, ყველა ქუჩა და უბანი შემოვიარე. აი, აქ ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლე სამსახურების დასრულებისთანავე სრულდება. ჩაბნელებული ქუჩებიდან ჩანს მიტოვებული სახლები. დავდივარ ქუჩებში, როგორც სასაფლაოზე და ვფიქრობ, სად დავკარგე შიში მარტოობის და მარტო ყოფნის . ყველაფერს ეგუება ადამიანი.

მეც ადამიანი ვარ", - წერს მეარაყიშვილი.

84071974_1536147416537697_7424359130191626240_n.jpg

ფოტო: თამარ მეარაყიშვილი / თამარ მეარაყიშვილი

84165580_1536147776537661_5741992437161656320_n.jpg

ფოტო: თამარ მეარაყიშვილი / თამარ მეარაყიშვილი

84494867_1536147503204355_1295151661601259520_n.jpg

ფოტო: თამარ მეარაყიშვილი / თამარ მეარაყიშვილი

84396207_1536147639871008_2168429932919652352_n.jpg

ფოტო: თამარ მეარაყიშვილი / თამარ მეარაყიშვილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები