ჰიუ ჯეკმანი და რაიან რეინოლდსი

ჰიუ ჯეკმანმა მისი და რაიან რეინოლდსის შერიგებიდან გასული ერთი წელი აღნიშნა

0 კომენტარი

რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი უახლოესი მეგობრები არიან, თუმცა სოციალურ მედიაში ისინი გამუდმებით ეჯიბრებიან ერთმანეთს და ცდილობენ რამე ოინი მოაწყონ. 

 ერთი წლის წინ მსახიობებმა ერთგვარი შეთანხმება დადეს, რომლის მიხედვით, მათ შორის ინტერნეტ ომი დასრულდა. ამისთვის მათ ერთმანეთის კომპანიებზე (რაიან რეინოლდსს - ყავაზე Laughing Man ხოლო ჯეკმანს - ამერიკულ ჯინზე Aviator) რეკლამები უნდა გადაეღოთ. მართალია, რეინოლდსმა სიტყვა პატიოსნად შეასრულა, სამაგიეროდ, ჯეკმანის სარეკლამო რგოლი კიდევ ერთ ოინად იქცა.

გუშინ ამ დაზავებიდან 1 წელი გავიდა.ჰიუ ჯეკმანმა შარშანდელი ვიდეო გაიხსენა, მის მიერ გადაღებულ რეკლამაში არგამოყენებული კადრები იპოვა და ტვიტერზე გააზიარა: "ჩვენი დაზავების ერთი წლის იუბილეა. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები