თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის ძალების თანამშრომელი სამხედრო ფეხსაცმლისა და ფორმების მითვისებისთვის დააკავეს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ფეხსაცმელებისა და ფორმების მითვისების გამო თავდაცვის ძალების თანამშრომელი პ.გ. დააკავეს.

"უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები. პ.გ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 9882 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა",-წერია განცხადებაში. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პ.გ სამინისტროში 2006 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2010 წლიდან ის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში განყოფილებაში არსებულ საწყობში ქონების მოვლა- შენახვაზე და მატერიალურ ტექნიკური ქონების სწორ აღრიცხვა-გაცემაზე იყო პასუხისმგებელი. 

გამოძიების მიმდინარეობის დროს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონება, სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები, სხვადასხვა ლოკაციიდან ამოიღეს, მათ შორის, თბილისში მდებარე ე.წ ნავთლუღის ბაზრის ობიექტებიდან. 

დაკავებულს ბრალი 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტებითა და 341-ე მუხლით წარედგინა. თბილისის საქალაქოს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები