მეცხოველეობა

მთავრობამ 200კგ-მდე მდედრი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი აკრძალა

dailymail

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთავრობამ 140კგ-დან 200-მდე გაზარდა საექსპორტო მსხვილფეხა პირუტყვის მასა. თუმცა ცვლილება მამრ პირუტყვზე არ ვრცელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 430-ე დადგენილებაში „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“

აგრეთვე, ექსპორტიორები ვალდებულნი იქნებიან, წარადგინონ საქონლის ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცვლილებების მიზანი "მესაქონლეობის განვითარება და სანაშენე ჯიშების სულადობის გაზრდაა."

 

კომენტარები