აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

0 კომენტარი

საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩი კელი დეგნანი ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, შეხვდა. 

პარტიის ინფორმაციით, ივანიშვილმა ცოლთან ერთად დეგნანს და მის ქმარს, დუგლას მორისს, ბიზნესცენტრში უმასპინძლა. 

"შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს,"- წერს ქართული ოცნება. 

კელი დეგნანი საქართველოში 29 იანვარს ჩამოვიდა და უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები