Facebook-ში გავრცელდა ლაგოდეხის მერის ფოტო, რომელიც ფოტოშოპშია დამუშავებული.
პოსტის ავტორი წერს, რომ მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ასფალტის დაგების პროცესს ვერ მიუსწრო და საკუთარ თანამშრომლებს ფოტოში საკუთარი თავი ფოტოშოპის დახმარებით ჩაასმევინა.
ლაგოდეხის მერიის გვერდზე ფოტო წაშლილია. პოსტის ავტორის თქმით, თანამშრომლებმა დამუშავებული ფოტო მას შემდეგ წაშალეს, რაც საზოგადოება მიხვდა, რომ ის ნამდვილი არ იყო.
როგორც On.ge-ს მერიის პრესსამსახურმა უთხრა, "ტექნიკური ხარვეზი გაიპარა", რომელიც "გამოსწორდა".
დაათვალიერეთ ფოტოზე ინტერნეტის რეაქციები:
მოგვიანებით, მდივნიშვილი ამ ადგილზე ნამდვილად მივიდა და ფეისბუქ ლაივში ჩაერთო.