კატალონია

კატალონიის რეგიონული ლიდერი: ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებით

AP

კატალონიის რეგიონულმა ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებელი იქნება. ის არ განიხილავს კონკრეტულ თარიღს, თუმცა დარწმუნებულია, რომ კატალონიის გზა დამოუკიდებლობისკენ "აბსოლუტურად შეუქცევადია".

მან თქვა, რომ ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის თარიღზე შეთანხმების მიღწევა სურდა.

ტორა ესპანეთის პრემიერმინისტრს პედრო სანჩესს გუშინ, 6 თებერვალს შეხვდა. სანჩესი კატალონიის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება, თუმცა კატალონიის ლიდერთან რეგიონის მომავლის განხილვას დათანხმდა.

2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 92%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 43%-მა მიიღო.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

2019 წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

 

კომენტარები