ევროკავშირის ანგარიში

EU: უზენაესში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო

0 კომენტარი

"უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო" - ამის შესახებ ევროკავშირი "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს.

სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირი სასამართლო სისტემის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობები უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნასა და რეფორმების მეოთხე ტალღის ჩამოყალიბებაზე იყო. 

ევროკავშირის ანგარიშში ნახსენებია, რომ მარტში პარლამენტმა "საერთა სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც შერჩევის აუცილებელ კრიტერიუმებს განსაზღვრავდა. 

"მაგრამ ისინი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავდა. გაიზარდა ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა წარდგენის პროცესში, რაც ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/OIDHR) გამოავლინა," - წერია ანგარიშიში. 

მართლმსაჯულების სისტემის გარდა, ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია გავრილოვის ღამეზე და მმართველი გუნდის მიერ დადებული პირობის არშესრულებაზე, რამაც "პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვია". 

ამასთან, ევროკავშირი წერს, რომ "არსებითია, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში". 

პარლამენტმა 12 დეკემბრის სხდომაზე უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა. ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში პარლამენტს გარეთ პროტესტის ფონზე გრძელდებოდა. დემონსტრანტები პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებდნენ, მხარი არ დაეჭირათ ე.წ სასამართლო კლანის წარმომადგენლებისთვის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები