კრიმინალი

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოთხი ადამიანის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

0 კომენტარი

სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია და მათ ბრალად ედებათ ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს ოთხ ადამიანს, მათგან ერთერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები