საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა

თალაკვაძე: საქართველომ არ შეიძლება ახალი გარანტიები მისცეს აშშ-ს, გარანტიები კონსტიტუციაშია

0 კომენტარი
ფოტო: არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ ასახელებს კონკრეტულ გარანტიებს, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აშშ-ში ვიზიტის დროს გასცეს.

ამერიკის ხმასთან ინტერვიუში არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "გარანტიებს ქმნის კონსტიტუცია და არაფერი ახალი გარანტიები საქართველომ არ შეიძლება მისცეს":

"გარანტიებს საქართველოს შესახებ ქმნის ჩვენი კონსტიტუცია და ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებები,  შესაბამისად არაფერი ახალი გარანტიები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება საქართველომ მისცეს. მთავარი შეთანხმება, პრინციპები, ღირებულებები, რომლებსაც ვიზიარებთ, უკვე ცნობილია როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვის. გარანტიები არის საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყანა იცავს ადამიანის უფლებებს, რომ კონსტიტუციაში არის მოცემული კონკრეტული საარჩევნო სისტემა - 2016 წელს დავპირდით საზოგადოებას, რომ შევცვლიდით კონსტიტუციას და 2024 წელს საქართველო გადავიდოდა პროპორცულ არჩევნებზე. ეს დაპირება შევასრულეთ, დღეს კონსტიტუციაში ეს წერია. უთანხმოება რჩება 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა აქაც სამართლიანი და კომპრომისული შეთავაზება გვაქვს ოპოზიციისთვის," - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძე ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ვიზიტი ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორებისგან საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილების შემდეგ დაიგეგმა.

საქართველოს ხელისუფლებისგან ვითარების შეცვლის თაობაზე "გარანტიების" მიღების შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა ისაუბრა, ასევე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. რიში, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად, პრემიერ გახარიასთვის გაგზავნილი ერთერთი კრიტიკული წერილის ავტორია. გარანტიების მიღების შესახებ სენატორმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკანიანთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

საქართველოში მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის "მალე მიღების იმედი" იმედი გამოთქვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც, თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები