ახალციხე

ახალციხეში მაღაზიიდან თანხისა და პროდუქციის მოპარვისთვის ორი არასრულწლოვანი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალციხეში სასურსათო მაღაზიიდან თანხისა და პროდუქციის მოპარვისთვის ორი არასრულწლოვანი, 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ. დააკავეს. 

"ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ",-წერია განცხადებაში.

ორივე არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავეს. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები