ჯანმრთელობა

ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა ტამიფლუს ნაცვლად დედას შვილისთვის ანწლი ურჩიეს, ის გარდაიცვალა

0 კომენტარი

Facebook-ზე ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა აშშ-ში, კოლორადოში დედას 4 წლის შვილისთვის ტამიფლუს ნაცვლად ანწლი და სხვა მცენარეები ურჩიეს. მოგვიანებით ბავშვი გარდაიცვალა.

დედამ Facebook-ზე ერთერთი ყველაზე დიდ ცრუ სამედიცინო ინფორმაციის გამავრცელებელ ჯგუფში Stop Mandatory Vacctination (შეაჩერე სავალდებულო ვაქცინა) მისი შვილების გრიპზე ინფორმაცია გაავრცელა და წევრებს რჩევით მიმართა. 

4 წლის ბავშვს გრიპის დიაგნოზი ჯერ დასმული არ ჰქონდა, თუმცა მას სიცხე ჰქონდა. დედამ თქვა, რომ მის ორ შვილს, რომლებიც 5 წლის და 10 თვის არიან, გრიპის ვირუსის დიაგნოზი დაუსვევს და ექიმმა ოჯახის ყველა წევრს ანტივირუსული წამალი, ტამიფლუ გამოუწერა.

"ექიმმა ტამიფლუ გამოგვიწერა, მე ეს არ მივიღე," - წერდა ქალი სოციალურ ქსელის ჯგუფში.

დედამ ისიც დაწერა, რომ თავის შვილებს ისეთ "ბუნებრივ წამლებს" აძლევდა, როგორიცაა პიტნის ზეთი, ვიტამინი ც და ლავანდი. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს "ბუნებრივი წამლები" მათ არ კურნავდა და ჯგუფს რჩევისთვის მიმართა. მან ასევე თქვა, რომ შვილებისთვის ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

ჯგუფის წევრებმა მას ძუძუთი კვება, ბეგქონდარა, ანწლი, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება ურჩიეს - აქედან გრიპის სამკურნალოდ რეკომენდირებული არცერთია. რჩევაზე დედამ უპასუხა - "მშვენიერია, ვცდი ამას". Colorado Times Recorder წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯგუფის ერთერთმა წევრმა დედას ბავშვებისთვის შუბლზე დაჭრილი კიტრისა და კარტოფილების დადებაც ურჩია.

დედის პოსტს 45 კომენტარი ჰქონდა, თუმცა სამედიცინო ჩარევა არცერთმა ურჩია.

საბოლოოდ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 4 დღის შედეგ ის გარდაიცვალა. 

ჯგუფიდან დედის პოსტი უკვე წაშლილია, თუმცა არ არის წაშლილი მისი 2017 წელს დაწერილი პოსტი, სადაც მაშინაც ამბობდა, რომ მან თავისი შვილებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაუკეთა. 

NBC-სთან ქალს კომენტარი არ გაუკეთებია.

აღნიშნული Facebook ჯგუფი ლერი კუკის მიერაა შექმნილი, რომელის თავს აღწერს, როგორც "ბუნებრივი ცხოვრების ადვოკატი". ბიჭის სიკვდილი მან საავადმყოფოს დააბრალა, რადგან მისი თქმით, მას "რეალური მკურნალობა" არ გაუწიეს. ამ პოსტზე ერთერთმა წევრმა მიუგო - "ზუსტად! შენ უბრალოდ უნდა გამოკვებო სხეული, რასაც საავადმყოფოები არ აკეთებენ. ისინი უბრალოდ წამლავენ". კომენტარს კუკი შემდეგნაიად პასუხობს - "100%".

კოლორადოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა ბავშვის სიკვდილი დაადასტურა და თქვა, რომ მას ვაქცინაციის ისტორია არ ჰქონდა - "გრიპი კვლავ ცირკულირებს და არ არის გვიან, რომ ვაქცინა გაიკეთოთ. ჩვენ ექვსი თვის ბავშვებს და უფროსებს, ვისაც ყოველწლიური ვაქცინა არ გაუკეთებიათ, ყველას ვურჩევთ რომ ვაქცინა გაიკეთონ".

Facebook-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრაგედიის გამო ოჯახს უსამძიმრებდნენ - "ჩვენ არ გვინდა Facebook-ზე დეზინფორმაცია, სწორედ ამიტომ ყველგან ვმუშაობთ, რათა ჩვენ პლატფორმაზე ეს შევამციროთ, მათ შორის პირად ჯგუფებში". აღსანიშნავია, რომ Facebook-ს ჯგუფი არ წაუშლია.

გასული წლის მარტიდან Facebook ცდილობს შეზღუდოს იმ ჯგუფებზე და გვერდებზე წვდომა, რომლებიც ვაქცინის საწინააღმდეგო პროპაგანდას ავრცელებს. ასე მოიქცა Pinterest და YouTube. 

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინა კოლტაიმ თქვა, რომ ამგვარი ჯგუფები ინფორმაციის გაცვლის მთავარი ჰაბია და როდესაც ასეთ ჯგუფებში არასამედიცინო რჩევებს იძლევიან, ეს შესაძლოა ძალიან ნეგატიური შედეგით დასრულდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები