ოსკარი 2020

“ვყოფილვარ სასტიკი, მაგრამ აქ მყოფებმა მეორე შანსი მომეცით” - ხოაკინ ფენიქსის სიტყვა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ხოაკინ ფენიქსმა საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციისთვის ოსკარის მიღებისას უსამართლობასთან ბრძოლაზე, ცხოველებსა და მეორე შანსებზე ისაუბრა, სიტყვის დასასრულს კი თავისი გარდაცვლილი ძმა, რივერ ფენიქსი გაიხსენა.

მსახიობმა საუკეთესო მსახიობის ჯილდო ტოდ ფილიპსის ჯოკერში შესრულებული როლისთვის მიიღო.

"ძალიან მადლიერი ვარ. თავს სხვა ნომინანტებზე ან მსახიობებზე დაწინაურებულად არ ვგრძნობ, რადგან ჩვენი ერთი და იგივე სიყვარულს ვიზიარებთ - ფილმის სიყვარულს", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა დასაწყისში.

45 წლის მსახიობის თქმით, ის ხშირად ფიქრობს იმ "ნაღვლიან საკითხებზე", რომლებიც ქვეყანაშია და მათ წარმომშობ მიზეზებზე. მისივე თქმით, მას სჯერა, რომ აუდიტორიაში მყოფი ადამიანები "უსამართლობას ებრძვიან" და ისიც აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, მისი ჩათვლით გაუწყდა კავშირი სამყაროსთან.

ამის შემდეგ ხოაკინ ფენიქსმა მისი აზრით ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე ისაუბრა.

"ჩვენ თავს ნებადართულად ვგრძნობთ, რომ ხელოვნურად გავანაყოფიეროთ ძროხა და შემდეგ ბავშვი წავართვათ. ამის მერე, ვიღებთ მის რძეს და ყავაში, ბურღულეულში ვისხამთ", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

მსახიობმა თავისი სიტყვა ადამიანებისთვის მეორე შანსების მიცემაზე საუბრით განაგრძო.

"მე ვყოფილვარ ეგოისტი, სასტიკი, სამუშაოდ რთული ადამიანი, მაგრამ ამ ოთახში შეკრებილმა ბევრმა ადამიანმა მეორე შანსი მომეცით. ვფიქრობ, ჩვენ მაშინ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში, როდესაც ვეხმარებით ერთამენთს და არა, როდესაც ხაზს ვუსვამთ ერთმანეთს წარსული შეცდომებისთვის. როდესაც განათლებას ვაძლევთ ერთმანეთს, როდესაც ვუძღვებით ერთამენთს ცოდვებისგან დახსნის დროს - ეს არის საუკეთესო ადამიანობა", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

მსახიობმა 3-წუთიანი სიტყვა თავისი გარდაცვლილი ძმის, რივერ ფენიქსის სიტყვებით დაასრულა.

"როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემმა ძმამ ეს ტექსტი დაწერა. მან თქვა - გაიქეცი გადასარჩენად სიყვარულთან ერთად და მშვიდობა გამოგყვება", - თქვა ხოაკინ ფენიქსმა.

ნახეთ, ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზე გამარჯვებულების ჩამონათვალი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები