თეთრი სახლი

თეთრ სახლთან დააკავეს კაცი, რომელიც ამბობდა, რომ დონალდ ტრამპის მოკვლას აპირებდა

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრ სახლთან დააკავეს კაცი, რომელიც ამბობდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლას აპირებდა. 25 წლის როჯერ ჰეჯპესი საიდუმლო სამსახურის ოფიცერთან მივიდა და უთხრა, რომ ტრამპის მოკვლას დანით აპირებდა. მას დანა ჩამოართვეს და დააკავეს.

ინციდენტისას არავინ დაშავებულა. დაკავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს რათა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეაფასონ.

კომენტარები