ოსკარი 2020

ბილი აილიშმა ოსკარზე YESTERDAY შეასრულა და ის გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა - ვიდეო

0 კომენტარი
ფოტო: Pitchfork.com

ბილი აილიშმა ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზე The Beatles-ის ლეგენდარული სიმღერა "Yesterday" შეასრულა და ის ბოლო დროს გარდაცვლილ ადამიანებს მიუძღვნა.

პერფორმანსი დაჯილდოების სპეციალურ "In Memoriam" ნაწილში შედგა და პიანინოზე ბილი აილიშის ძმა, ფინეა აილიში უკრავდა.

ბილი აილიშმა ლეგენდარული სიმღერა კობი ბრაიანტს, კირკ დუგლასს, ტერი ჯონსს, რიპ ტორნს, პიტერ ფონდას, დორის დეის და სხვებს მიუძღვნა.

18 წლის მომღერალი, ბილი აილიში, პირველად წარსდგა ოსკარის დაჯილდოებაზე. მანამდე მან, გრემის 4 უმთავრესი ჯილდო მიიღო და ცოტა ხნის წინ პირველად მოხვდა ამერიკული ვოგის გარეკანზე. ამასთან ერთად, ბილი აილიში ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის "No Time to Die" სიმღერას დაწერს და შეასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები