განსაკუთრებით დიდი ოდენობა

POG: 12.32 გრ. ჰეროინის შეძენა - შენახვისთვის პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

0 კომენტარი

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული თ.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 2 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, თ.ა. უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 12.32 გრ. ჰეროინს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა თ.ა. 2019 წლის 2 მაისს, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები