ამინდის პროგნოზი

ყინვა, თოვლი, შტორმი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება - როგორი ამინდი იქნება 13 თებერვლამდე

0 კომენტარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10-11 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი და ღამის საათებში ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -5,-8 გრადუსამდე დაიწევს, რაც, სააგენტოს შეფასებით, საშიშია ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ამ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები