გიგი უგულავა

სენატორი რიში უგულავაზე: პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა

Bloomberg.com

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას, 3 წლითა და 2 თვით პატიმრობაში დაბრუნებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

რიში წერს, რომ იმედგაცრუებელია იმ გზით, რაც საქართველომ აირჩია.

"იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია", - წერს ჯიმ რიში.

5 თებერვალს, ჯიმ რიში, სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, რიშმა თქვა, რომ მიიღეს გარანტიები ვითარების შეცვლის შესახებ.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რის მიხედვითაც გიგი უგულავას ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა მიესაჯა.

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.

კომენტარები