საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ლავროვის მოადგილე: ავიამიმოსვლა რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტის შემდეგ აღდგება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილე, ანდრეი რუდენკო საქართველოსა და რუსეთს შორის შეჩერებული ავიამიმოსვლის საკითხს გამოეხმაურა. 

რია ნოვოსტისთან საუბარში რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც თბილისში რუსოფობიური კამპანია შეწყდება. 

"აკრძალვის გაუქმებაზე სასაუბროდ ჯერ საქართველოში ყველა აუცილებელი პირობა უნდა შეიქმნას. პირველ რიგში საჭიროა საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია, უნდა შეწყდეს რუსოფობიური კამპანია. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეექმნას არანაირი საფრთხე", — განაცხადა რუდენკომ. 

ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის გასული წლის 8 ივლისს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეწყდა. რუსეთის მხრიდან ასეთი რეაქცია, 20 ივნისს მოვლენების პასუხი იყო. 20 ივნისს საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომის ჩატარებას დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი შეეცადა.

კომენტარები