შტორმი კიარა

ევროპაში შტორმ კიარას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

ევროპაში შტორმ კიარას სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა სკოლები ბელგიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ნიდერლანდებში.

გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა პოლონეთში, სადაც შტორმმა შენობას სახურავი ახადა, რომელიც ქალს და მის ორ შვილს დაეცა. ერთი ადამიანი დაიღუპა შვედეთში, სადაც შტორმმა ნავი გადააყირავა. დაკარგულად ითვლება ბორტზე მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

გერმანიაში, და სლოვენიასა და ბრიტანეთში დაიღუპა 3 ადამიანი.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე წყალდიდობა გამოიწვია. დაკეტილია პორტები, გადაიდო ფრენები.

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ძლიერმა ქარმა ამწე წააქცია, რომელიც ფრანკფურტის კათედრალს დაეცა და სახურავი დააზიანა. დატბორილია ჰამბურგის ქუჩების ნაწილი.

კომენტარები