ლიბანი

ბეირუთში უშიშროების ძალებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

Reuters

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში უშიშროების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასობით ადამიანი ბეირუთის ცენტრში პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის პარალელურად შეიკრიბა, რომელზეც კანონმდებლებმა ნდობა უნდა გამოუცხადონ ახალ მთავრობას პრემიერმინისტრ ჰასან დიაბის მეთაურობით.

მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტარებისათვის საკანონმდებლო შენობაში მისვლაში ხელი შეეშალათ. მათ პარლამენტარების მანქანებს ქვები, კვერცხები და საღებავები ესროლეს. უშიშროების ძალებმა პარლამენტის შენობამდე მიმავალი გზები გადაკეტეს.

ახალმა მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომლიც მიხედვითაც, მათი თქმით მტკივნეული ნაბიჯები იქნება გადასადგმელი, რათა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს.

პრემიერმინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა მიშენ აუნმა ყოფილი განათლების მინისტრი პროფესორი ჰასან დიაბი გასულ თვეს წარადგინა.

ახალი მთავრობის გამოცხადებას ბეირუთის ქუჩებში მაშინაც პროტესტი მოჰყვა. პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები აბობდნენ, რომ მთავრობა მათ არ წარმოადგენს. აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით დაშალა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში მასშტაბური აქციები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსახლეობა კორუფციას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას აპროტესტებდა. შედეგად, გასული წლის ოქტომბერში პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა საად ჰარირი, თუმცა ამ დრომდე მისი შემცვლელის და ახალი მთავრობის არჩევა ვერ ხერხდებოდა.

აქციების დაშლისას დაშავდა ასობით ადამიანი. მათ შორის ოთხმა ახლო მანძილიდან რეიზინის ტყვიის სროლის გამო თვალი დაკარგა.

კომენტარები