უბედური შემთხვევა

თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლისას დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

centreavalanche.qc.ca

თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლისას დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"11 თებერვალს დილით, მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე. საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი გუშინ ჩამოწვა. მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

კომენტარები