გიგი უგულავა

გალერი: ძნელი დასაჯერებელია, რომ ოპოზიციონერებზე საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული არაა

0 კომენტარი
მაიკლ გალერი

ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის, ევროპის სახალხო პარტიის წევრი, მაიკლ გალერი, ტვიტერის საშუალებით გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობაში დაბრუნებას ეხმაურება.

მაიკლ გალერი წერს, რომ ოპოზიციის ლიდერებზე აღძრული საქმეების პარალელურად, ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

"საქართველოდან სამწუხარო ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენ გვესმის სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზეც. ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული არ არის. საფრთხეში აგდებს კონსენსუსს საარჩევნო რეფორმის შესახებ", - წერს მაიკლ გალერი.

მაიკლ გალერი ჯერჯერობით პირველი ევროპარლამენტარია, რომელიც "ევროპული საქართველოს" ლიდერის დაპატიმრებას გამოეხმარა. თუმცა, უგულავას დაპატიმრებას უკვე გამოეხმაურნენ საქართველო პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საელჩოები:

გიგი უგულავას დაპატიმრებიდან მალევე, ტვიტერის საშუალებით კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაწერა, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის.

ამის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალადობა, სასამართლოს ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა მიმდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულები არიან ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენით.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკვიჩუსი კი უგულავას დაპატიმრებას ტვიტერით გამოეხმაურა და დაწერა, რომ სასამართლო ოპოზიციის დევნისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.

გუშინ, 10 თებერვალს, გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობაში დააბრუნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები