ნარკოდანაშაული

შსს: დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ფონიჭალაში 1 პირი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები