ამინდის პროგნოზი

თოვა, ნისლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება - როგორი ამინდი იქნება 15 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ლიპყინულის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები