გიგი უგულავას დაპატიმრება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უგულავას საქმეზე ევროკავშირის შეშფოთებას ვიზიარებთ

ტაბულა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრების საკითხს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე გამოეხმაურა. 

"შვედეთი უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო ევროკავშირის შეშფოთებას იზიარებას. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, მოგიწოდებთ, გადადგათ ნაბიჯები პოლარიზაციის შესამცირებლად და დაიცვათ უმაღლესი სტანდარტები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ,"- წერს ან ლინდე Twitter-ზე. 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება გააზიარა. 

10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელსაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

კომენტარები