facebook

Facebook-მა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში გააუქმა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters.com

Facebook-მა გამოავლინა და დაბლოკა ანგარიშები, რომლებიც რუსეთის დაზვერვასთან იყო კავშირში და უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა. ოპერაციაში ჩართული იყო 100-ზე მეტი ანგარიში Facebook-სა და Instagram-ზე. ყალბი პროფილების უმეტესობა ჟურნალისტებად ასაღებდა თავს. ისინი სამიზნე ქვეყნებში ადგილობრივ მედიას და პოლიტიკოსებს უკავშირდებოდნენ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კორუფციის ბრალდებებზე, ეთნიკურ დაპირისპირებაზე, ანექსირებულ ყირიმზე, 2014 მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშებს მხოლოდ რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდათ, მათი სტატიები ადგილობრივ მედიაშიც გამოქვეყნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომებმა იდენტობის და კოორდინირებული ქმედების ნიშნების დამალვა სცადეს, ჩვენმა გამოძიება იპოვა რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან კავშირის ნიშნები. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ეს ხალხი ცდილობს საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად ავთენტური ხმების მოძიებას ცდილობენ. ეს კლასიკური სადაზვერვო ოპერაციაა, ცდილობენ საკვანძო ინდივიდებით მანიპულირებას უფრო დიდი ზეგავლენის მოსახდენად." ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ანგარიშები სოციალური მედიის ანალიტიკის ფირმა Graphika-მ შეისწავლა. ისინი ძირითადად 2016-2017 წლებში აქტიურობდნენ, თუმცა მათი ნაწილი უკანასკნელ წლებშიც მოქმედი იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. რუსეთი ამ დრომდე უარყოფს ბრალდებებს დასავლეთის ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში დეზინფორმაციის გავრცელების გზით ჩარევის მცდელობის თაობაზე.

Facebook-ს წარსულშიც არაერთხელ წაუშლია რუსეთის მთავრობასთან კავშირების მქონე ყალბი ანგარიშები. ასევე ირანის მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი გვერდები.

გასული წლის დეკემბერში კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული გვერდებიც გააუქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები