ბიზნესის კეთება

ბიზნესის საკეთებლად საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

0 კომენტარი
ფოტო: droa.ge

ორგანიზაცია ევროპულმა პალატამ გამოაქვეყნა ბიზნესის საკეთებლად საუკეთესო ევროპული ქვეყნების სია 2020 წლისთვის.

სიაში საქართველოს პოზიცია გაუარესდა - თუ საქართველო 2019 წელს ანალოგიურ ინდექსში მე-16 ადგილს იკავებდა, ახლა მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა.

ევროპული პალატა სიას ორი ინდექსის გათვალისწინებით ახდენს, ესენია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი.

ამ უკანასკნელში საქართველოს პოზიცია აგრეთვე გაუარესებულია. როგორც შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებნენ, ინდექსში გაუარესებული შედეგი ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციის მანიშნებელი იყო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები