თემურ აბაზოვი

აბაზოვი: საიდუმლოა, როგორი ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან

0 კომენტარი
ფოტო: facebook/Temur Abazovi

თემურ აბაზოვი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუდმივად მუშაობდა. მარნეულის ყოფილმა მერმა ტაბულას უთხრა, რომ ყოფილ პრემიერს თურქეთში ვიზიტისას დაცვის წევრად ერთჯერადად გაყვა.

კითხვაზე, როგორია ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა და ზოგადად, როგორი ურთიერთობა აქვს, აბაზოვი პასუხობს, რომ ეს საიდუმლოა.

"მასთან სურათი საჯაროდ მიდევს. ეს სურათია, ის - ურთიერთობაა, არ განსხვავდება, თქვენი აზრით? ურთიერთობა არ არის საჯარო და არ ვთვლი საჭიროდ, ვისაუბრო, მასთან როგორი ურთიერთობა მქონდა".

სქრინი თემურ აბაზოვის ფეისბუქ-გვერდიდან. წარწერა: "გრიგორიჩთან ერთად" ფოტო: facebook/Temur Abazovi

თემურ აბაზოვი რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელია, ფოტოები და დოკუმენტი ადასტურებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე განთავსებულია პრემიერმინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის ბრძანება მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ანკარაში ვიზიტის შესახებ.

თემურ აბაზოვი მითითებულია დელეგაციის წევრად, როგორც ივანიშვილის დაცვის ოფიცერი. იმავე დელეგაციის წევრია მოქმედი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც მაშინ ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

აბაზოვი მარნეულის ყოფილი მერია. ის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც საზოგადოებისთვის მის მიერ მოქალაქეზე ძალადობის შესახებ გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა. ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". ვიდეო ალახვერდიევმა თავის ფეისბუქ გვერდზე დადო. "მონიტორის" მტკიცებით, ძალადობა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ ერთ-ერთ აქციაზე ელჩინ ახალვერდიევის მიერ ბიძინა ივანიშვილის და თემურ აბაზოვის მისამართით გინებას მოჰყვა.

მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან, რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

მოგვიანებით დაინიშჯანათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტადაც.

გუშინ, 12 თებერვალს კი ის რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები