კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 242 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა დაავადების 14,840 ახალი შემთხვევა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 12 თებერვალს ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად 242 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა სიკვდილიანობაში გასული წლის დეკემბერში ვირუსის გავრცელების და იდენტიფიცირების შემდეგ. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1,367-ს მიაღწია.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ჰუბეის პროვინციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი. ასევე მოხსნეს პროვინციის ცენტრალური ქალაქის, ვუხანის კომუნისტური პარტიის ლიდერი. ვუხანი, სადაც ვირუსი პირველად გავრცელდა და 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კვლავ ჩაკეტილია.

აღსანიშნავია, რომ ჰუბეის პროვინციაში დიაგნოსტიკისათვის ახალი მეთოდის გამოყენება დაიწყეს, რასაც უკავშირდება ვირუსით დაავადებით და მისით გარდაცვალების მეტი შემთხვევის გამოვლენა. აქამდე დიაგნოზის დადასტურება მხოლოდ რნმ-ის ტესით ხდებოდა, რასაც რამდენიმე დღე სჭირდებოდა, ახლა კი ვირუსით ინფიცირებას უფრო სწრაფი მეთოდით, კომპიუტერული ტომოგრაფიითაც ადასტურებენ, რათა დაავადებულების იზოლაცია უფრო სწრაფად მოხდეს. ახალ მეთოდს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში იყენებენ.

შედეგად მხოლოდ დღეს, 13 თებერვალს ვირუსის 14,840 შემთხვევა დაადასტურეს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ ზრდა 2,015 იყო და ამის საფუძველზე ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა და ეპიდემია აპრილის ბოლომდე დასრულდებოდა.

ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა სულ 60,000-ს აღწევს, მათი უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. კონტინენტური ჩინეთის გარეთ ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ჰონგ კონგსა და ფილიპინებში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსი სასუნთქი გზების ინფექციას, სუნთქვის გართულებას და მაღალ სიცხეს იწვევს. ჯერჯერობით, ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინა ან წამალი არ არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები