საგარეო უწყებამ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო სამინისტროებისგან საერთო წერილი მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ტაბულას ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო სამინისტროებისგან ერთობლივი წერილი მიიღო.  წერილი სამინისტროებისგან ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებამდე მომზადდა. 

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან ცდილობს, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ და გადაამოწმებენ. 

წერილის შესახებ ინფორმაცია აქვს ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი კანდელაკსაც, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, გაასაჯაროვოს წერილი. 

კომენტარები