საგარეო წერილის არგამოქვეყნებაზე: ვერ ავყვებით გიორგი კანდელაკის იაფფასიან გამოსვლებს

მარშალპრესი

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც მათ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან მიიღეს. 

"წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს," - უპასუხეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 

ტაბულამ წერილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს ეს მიმართვა. 

კომენტარები