საგარეო წერილის არგამოქვეყნებაზე: არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ პარტნიორები

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს, გამოაქვეყნოს წერილი, რომელიც უწყებამ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან მიიღო. 

ტაბულა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ "დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს". ამასთან, სამინისტროსვე განცხადებით, ისინი "უხერხულ მდგომარეობაში" ვერ ჩააყენებენ გერმანელ და ფრანგ პარტნიორებს. 

"წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს," - უპასუხეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 

ტაბულამ წერილთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა, მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს ეს მიმართვა. 

კომენტარები