რუსეთი

რუსეთის სასამართლომ Twitter-ი 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა

მოსკოვის ტაგანკის რაიონულმა სასამართლომ სოციალური ქსელი Twitter 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ამის მიზეზი რუსული კანონის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც სოციალური ქსელი ვალდებულია სერვერები რუსი მომხმარებლების შესახებ ინფრომაციით რუსეთის ტერიტორიაზე უნდა განათავსოს.

იმავე კანონის დარღვევისთვის Twitter-ის პარალელურად საქმე Facebook-ის წინააღმდეგაც აღიძრა. როსკომნადზორმა რუსი მომხმარებლების მონაცემების ლოკალიზების მოთხოვნით სოციალურ ქსელებს პირველად 2016 წელს მიმართა.

რუსეთის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოში განაცხადეს, კომპანიისგან პასუხად არაკონკრეტული და ფორმალური პასუხი მიიღეს, რის შემდეგაც უწყებამ ორივე ქსელი 3 ათასი რუბლით დააჯარიმა. 

იმავე, 2016 წელს მონაცემთა ლოკალიზების მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, როსკომნადზორმა რუსეთის ტერიტორიაზე სოციალური ქსელი LinkedIn დაბლოკა. 

 

კომენტარები