And Then We Danced

გამოცემამ Vogue ფილმზე And Then We Danced და საქართველოში LGBTQ თემის პრობლემებზე ისაუბრა

გამოცემამ Vogue ლევან აკინის ფილმს And The We Danced სტატია მიუძღვნა, რომელშიც ფილმზე და საქართველოში არსებულ LGBTQ თემის პრობლემებზე რეჟისორთან და მთავარი როლის შემსრულებელთან - ლევან გელბახიანთან ისაუბრა.

"საქართველოში LGBTQ თემის უფლებები მუდმივი საფრთხის ქვეშაა." წერს გამოცემა, რომელთანაც საუბარში ლევან აკინმა 2013 წლის მოვლენები გაიხსენა:

"როდესაც თბილისში ადამიანების ჯგუფმა მშვიდობიანი მსვლელობის, პრაიდის მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც პირველი იქნებოდა საქართველოსთვის, კონტრაქციონერები, მართმადიდებლური ეკლესიით სათავეში, პრაიდის წევრებს თავს დაესხნენ" ჰყვება აკინი. სწორედ მომხდარი იქცა მისთვის And The We Danced-ის გადაღების ინსპირაციად. 

აკინს ამ ფილმით უნდოდა ეჩვენებინა არა მხოლოდ ჰომოფობიის პრობლემა საქართველოში, არამედ, ისიც, რომ ტრადიციებისა და ადათ-წესების განვითარება-განახლება აუცილებელია. 

"ეს ფილმი ჩემთვის სიყვარულის ამბავი არ არის. ეს საკუთარი თავის მიღების ისტორიაა" თქვა რეჟისორმა. 

ასევე გამოცემასთან საუბარში აკინმა აღნიშნა, რომ ფილმზე მუშაობისას ისინი არ ახმაურებდნენ მის თემატიკას, რადგან პრობლემები თავიდან აეცილებინათ.

"საქართველოში ბევრი ადამიანი ჰომოფობია და არა იმიტომ, რომ ისინი ბოროტები არიან, არა. მხოლოდ იმიტომ, რომ არასდროს ჰქონიათ LGBTQ თემთან შეხება"

სტატიაში ასევე აღნიშნეს, რომ ფილმში მონაწილეობის გამო საფრთხე მსახიობებსაც ემუქრებოდათ. ამ თემაზე ვრცლად ლევან გელბახიანმა ისაუბრა, რომელმაც გაიხსენა, როგორ დათანხმდა მთავარი პერსონაჟის როლს:

"თავიდან ფილმის თემატიკის გამო ვყოყმანობდი იმიტომ, რომ მეშინოდა ჩვენი საზოგადოების. მერე მივხვდი, რომ ზოგჯერ ბრძოლისთვის არანაირი იარაღი გაგაჩნია, და არც ისეთი რამ რითაც პოლიტიკურ პრობლემებს შეებრძოლები. მე კი შანსი მომეცა, ხმა ამომეღო და რაღაც შემეცვალა."

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა.

კომენტარები