საგარეო ვაჭრობა

იანვარში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 3.9%-ით

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტზე გასული საქონლის ღირებულება გაიზარდა, ისევე, როგორც იმპორტზე შემოსული საქონლის.

ექსპორტმა მთლიანობაში 262.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.

იმპორტის ღირებულება 619.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 3.9%-ით მეტია.

სავაჭრო დეფიციტი იანვარში ბრუნვის 40.5%-ს შეადგენდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები