ბელარუსი

გლობუსი რუსეთის ნაცვლად ევროპისკენ შეტრიალდება - ბელარუსში სახელმწიფო გერბს ცვლიან

0 კომენტარი

ბელარუსის ხელისუფლებაში, სახელმწიფო გერბის მოდერნიზაცია გადაწყვიტეს. დღევანდელი გერბი ბელარუსმა 1995 წელს მიიღო, უცნობია რატომ გახდა საჭირო მოქმედ სიმბოლოში ცვლილებების შეტანა.

ბელარუსის იუსტიციის მინისტრის, ოლეგ სლიჟევსკის თქმით, გერბის მიმდინარე გამოსახულება რამდენიმე მიმართულებით სრულყოფას საჭიროებს. მინისტრის თქმით, არსებული წითელი ვარსკვლავი აგრესიულად გამოიუყერება და საომარ ასოციაციებს იწვევს, სლიჟევსკი ამბობს, რომ გამოსახულ გლობუსზე მერიადინების და პარალალების ხაზებიც შესაცვლელია . 

ამ ცვლილებების გარდა, აშკარად შესამჩნევია კიდევ ერთი სიახლეც. თუ გერბის ახლანდელ ვარიანტში მზე არქტიკიდან ამოდის და რუსეთის დიდ ნაწილს ფარავს, ახალ ვარიანტში მზე გრენლანდიიდან ამოდის და ცენტრალურ ევროპის დიდ ნაწილს ფარავს. 

გერბის ძველ ვარიანტში ბელარუსი რუსეთის დიდ ნაწილთან ერთად არის გამოსახული, ახლებურ ვერსიაში კი გლობუსი მკვეთრად ტრიალდება ევროპისკენ. ასევე, იცვლება ბელარუსის კონტურის ფერი, მწვანედან ყვითელზე. 

გერბის ცვლილება დროში, ბელარუსსა და რუსეთს შორის გართულებულ პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. გასული წლის განმავლობაში რუსეთი აქტიურად ცდილობდა, მომხდარიყო ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების იმპელემენტაცია. აღნიშნული ხელშეკრულება ქვეყნებს შორის 1999 წელს გაფორმდა და სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს, სადაც ერთიანი საგადასახადო და სავალუტო რეჟიმი იმოქმედებს. 

წინააღმდეგობის საკითხს წარმოადგინდა გაზისა და ნავთობის ტრანზიტის ფასიც. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ იანვრის პირველ დღეებში რუსეთმა ნავთობის მიწოდებაც შეწყვიტა, ხოლო ბელარუსმა ახალი მიმწოდებლების ძებნა დაიწყო. 

იანვარშივე პირველად ბელარუსის ისტორიაში ქვეყანას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია. პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მზადაა ბელარუსი მისთვის საჭირო ნავთობის სრული მოცულობით უზრუნველყოს. 

მხარეებს შორის დაძაბული ვითარება წინა კვირაში ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგაც არ განიმუხტა. უცნობია უკავშირდება თუ არა გერბის ცვლილება რუსეთთან გართულებულ პოლიტიკურ ვითარებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები