ცნობილი ადამიანები

“გავაგრძელებ მცდელობას” - ნატალი პორტმანმა როუზ მაკგოვანის კრიტიკას უპასუხა

ნატალი პორტმანი და როუზ მაკგოვანი

ნატალი პორტმანმა როუზ მაკგოვანის კრიტიკას უპასუხა, რომელმაც მიიჩნია, რომ პორტმანის მიერ ოსკარის კაბაზე ქალი რეჟისორების სახელების ამოქარგვა "ღრმად შეურაცხმყოფელი" იყო.

"ჩემი აზრით, პორტმანის აქტივიზმი შეურაცხყოფს ყველა იმ ადამიანს, რომელიც მართლა იბრძვის. ამას სიმწრით არ ვამბობ, ზიზღით ვამბობ. 

ნატალი, შენი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სულ ორ ქალ რეჟისორთან ითანამშრომლე და მათგან ერთ-ერთი შენ იყავი", - წერდა როუზ მაკგოვანი.

ნატალი პორტმანის თქმით, ის ეთანხმება როუზ მაკგოვანს, რომ მისთვის სიტყვა მამაცის დაძახება არასწორია.

"ვეთახნემბი მაკგოვანს, რომ ჩემთვის მამაცის დაძახება ქალი რეჟისორების სახელების ამოქარგვის გამო არასწორია. მამაცი ის სიტყვაა, რომელიც ასოცირდება ისეთ ქცევებთან, როგორებსაც სჩადიან ის ქალები, გასული კვირების განმავლობაში ჰარვი ვაინშტაინს რომ უჩივიან და ამას არნახული წნეხის ქვეშ აკეთენებ", - წერს პორტმანი.

აღსანიშნავია, რომ როუზ მაკგოვანი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, ვინც ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ ნატალი პორტმანმა იმ კრიტიკასაც უპასუხა, რომ მას ცოტა ქალი რეჟისორთან აქვს ნამუშევარი.

"მართალია, რომ ქალ რეჟისორებთან ცოტა ფილმი მაქვს შექმნილი. ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ცოტა შემთხვევაში მქონია შანსი, რომ მათთან მემუშავა. გამიკეთებია მოკლე ფილმები, რეკლამები და მუსიკარი ვიდეოები მარია კოენთან, მირა ნაირთან, რებეკა ზლოტოვსკისთან, ანა როუზ ჰოლმერთან, სოფია კოპოლასთან, შირინ ნეშატთან და ჩემს თავთან. სამწუხაროდ, დაუსრულებელი ფილმები, რომლების შექმნასაც ვცდილობდი, დაკარგული ისტორიაა", - წერს პორტმანი.

მისივე თქმით, მას რამდენჯერმა ჰქონია გამოცდილება, როდესაც ქალ რეჟისორს დახმარებია პროექტისთვის სწორედ ის დაექირავებინათ.

"მინდა ვთქვა, რომ მე მიცდია და გავაგრძელებ მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით წარმატებული არ ვარ, იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ასე იქნება", - წერს პორტმანი.

2020 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, ნატალი პორტმანს კაბა ეცვა, სადაც იმ ქალი რეჟისორების სახელები იყო ამოქარგული, რომლებიც ოსკარზე ნომინირებულები არ იყვნენ.

კომენტარები