ნარკოდანაშაული

შსს: უცხოეთის მოქალაქე ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოადანაშაულისთვის თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი "სუბუტექსი", "ბუპრენორფინის" შემცველი ფხვნილი, 5 აბი "ექსტაზი" და 1 შეკვრა "მდმა",-წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.  

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები