დიდი ბრიტანეთი - ევროკავშირი

კრამპ-კარენბაუერი: ევროკავშირს, ბრიტანეთს უსაფრთხოების კავშირის შენარჩუნების ინტერესი აქვთ

13 თებერვალს გერმანიის თავდაცვის მინსტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ბრექსითის შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს უსაფრთხოების მჭიდრო კავშირის შენარჩუნების საერთო ინტერესი აქვთ. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარაა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში საერთო უსაფრთხოებისთვის ის კვლავ ჩართული იყოს," - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უშიშროების სახელმწიფო პირებს შორის ახლო კოოპერაცია ლონდონს შიდა და უსაფრთხოების რისკების შემცირებაში ეხმარებოდა.

მინისტრმა სურვილი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი გერმანიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან ერთად E3 ფორმატში ბრიტანეთის კვლავ ჩართული ყოფილიყო. 

რაც შეეხება გერმანიის როლს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში კრამპ-კარენბაუერმა ე.წ. მიუნხენის კონსესუსს კარგი დასაწყისი უწოდა, როდესაც 2014 წელს ბერლინმა საერთაშორისო პოლიტიკაში მეტი პასუხისმგებლობის აღების მზაობა გამოთქვა.

მიუნხენის კონფერენციაზე ბრიტანეთიდან მაღალი რანგის მინისტრები დასწრებას არ აპირებენ. კონფერენციაზე ელოდებიან აშშ-ის, ჩინეთის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებში მონაწილოებას საფრანგეთის პრეზიდენტიც მიიღებს.

კონფერენციის აღმასრულებელმა მდივანმა ბენედიქტ ფრანკემ Twitter-ში დაწერა, რომ ბრიტანეთიდან დელეგაცია ჩამოვიდოდა, თუმცა მეტის მოლოდინიც ჰქონდათ - "ბრიტანეთი ევროპის უსაფრთხოების მთავარ ბოძად რჩება და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა, როდესაც ბრექსითი განხორციელდა, ჩვენ მეტად ჩართულები უნდა ვიყოთ".

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს სამიტის გამართვამდე რამდენიმე კვირით ადრე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევდა.

კომენტარები