უწყების ინფორმაციით, იანვარში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 8,6%-ით გაიზარდა და 125,6 მილიონი დოლარი შეადგინა. გასული წლის იანვართან შედარებით, ზრდა თითქმის 10 მილიონი დოლარია.
ქვეყნების სია, საიდანაც ყველაზე მეტი ფულადი განხორციელდა შემდეგნაირად გამოიყურება:
- რუსეთი — $26 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 20,8%;
- იტალია — $21 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 16%;
- საბერძნეთი — $14,8 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 11,8%;
- აშშ — $13,5 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 10,8%;
- ისრაელი — $13 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 10,4%;
- თურქეთი — $6,6 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 5,2%;
- გერმანია — $ 3,2 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 3%;
- უკრაინა — $3,5 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 2,8%;
- ესპანეთი — $3,4 მილიონი, წლი მთლიან გზავნილებში — 2,7%;
- ყაზახეთი — $1,9 მილიონი, წილი მთლიან გზავნილებში — 1,5%.
უცხოეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილები ტურიზმთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. გასულ წელს ამ გზით საქართველოში 1,7 მილიარდი დოლარი გამოიგზავნა.